ენგური
ვიკიპედიიდან
ენგური - მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის რამდენიმე მყინვარიდან, ზემოწელში მიედინება სვანეთის ქვაბულში, შემდეგ ვიწრო ღრმა ხეობაში, დაბლობისკენ ფართოვდება, ქალაქ ჯვართან გადის კოლხეთის დაბლობზე და ერთვის შავ ზღვას. საზრდოობს მყინვარებისა და წვიმების წყლებით. ახასიათებს წყალდიდობები მარტიდან სექტემბრამდე.
ენგურის სიგრძე 213 კმ-ია, აუზის ფართობი - 4060 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 170 კუბ.მ/წმ შესართავთან. 1972 წელს მდინარეზე ააგეს ჰიდროელექტროსადგური, ნაწილობრივ გამოიყენება სარწყავად. ენგურის გასწვრივ გადის სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვარი.