ერთობლივი შიდა პროდუქტი
ვიკიპედიიდან
ერთობლივი შიდა პროდუქტი (ეშპ, ინგ. Gross Domestic Product - GDP, რუს. Валовой внутренний продукт - ВВП) არის ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურეობის საერთო ღირებულება. ეშპ ეროვნული შემოსავლებისა და წარმოების ზომის გამოთვლის ერთ-ერთი მეთოდია. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ქვეყნის ცხოვრების სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორი, თუმცა ამ მეთოდს გარკვეული ნაკლოვანებებიც აქვს. ეკონომიკურ ფორმულებში ეშპ-ს ხშირად აღნიშნავენ ლათინური Y-ით.
სექციების სია |