ვაიომინგი
ვიკიპედიიდან
ვაიომინგი (Wyoming, Wy), შტატი აშშ-ში, მდებარეობს მთიან რეგიონში. სახელი ინდიელთა ენაზე „დიდ პრერიას“ ან „დიდ დაბლობს“ ნიშნავს. 1803 – გადაეცა აშშ-ს ლუიზიანასთან ერთად. 1834 – შეიქმნა პირველი დასახლება ფორტ ლარამი. 1890-დან აშშ-ს შტატია.
- ფართობი – 252 ათასი.
- მოსახლეობა – 496 ათასი (თეთრი 92,2 %, აფროამერიკელი 0,7 %, ინდიელი 2 %, ლათინურამერიკელი 5,2 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 62,7 %.
- ქალაქები – შეიენი (დედაქალაქი), 54 ათასი, კასპერი, 49 ათასი, ლარამი, 27 ათასი.