ვასპურაკანის სამეფო
ვიკიპედიიდან
ვასპურაკანის სამეფო - სომხური ფეოდალური სახელმწიფო (908-1021), რომელიც მოიცავდა ვასპურაკანის ოლქს, ვანის ტბის მიმდებარე რაიონებს. იგი ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ანისის სამეფოსთან. სამეფოს მართავდნენ არწრუნთა დინასტიის წარმომადგენლები. სენექერიმის მმართველობის წლებში (968-1021), აქ იყო 10 ქალაქი, 4 ათასი დასახლებული პუნქტი, 72 ციხე-სიმაგრე, 115 მონასტერი, ქვეყანა მჭიდროდ იყო დასახლებული, განვითარებული იყო ვაჭრობა და ხელოსნობა. XI საუკუნის დასაწყისიდან განიცდიდა თურქული ტომების თავდასხმებს. 1021 წელს შეუერთდა ბიზანტიას და შეწყვიტა დამოუკიდებელი არსებობა.