ვლადისლავ II (პოლონეთი)
ვიკიპედიიდან
ვლადისლავ II "ლტოლვილი" (პოლონ.:Wladislaw II Wygnaniec) (* 1105, კრაკოვი, პოლონეთი; † 30 მაისი 1159, ალტენბურგი, გერმანია) - პოლონეთის სენიორჰერცოგი 1138-1146 წლებში, სილეზიის ჰერცოგი.
ვლადისლავის მშობლები იყვნენ ჰერცოგი ბოლესლავ III "ტუჩმობრეცილი" და სბისლავა სვიატოპოლკოვნა, ნოვგოროდის პრინცესა. 1125 წელს მან იქორწინა აგნესა, ავსტრიის ჰერცოგის ლეოპოლდ III-ის ასულზე. მათი ასული რიშა 1152 წელს ცოლად გაჰყვა კასტილიის მეფეს ალფონსო VII-ეს.