ზაინ-ვიტგენშაეინ-ჰოენშტაინი, ბოთო ცუ
ვიკიპედიიდან
პრინცი ბოთო ცუ ზაინ-ვიტგენშტაინ-ჰოენშტაინი (გერმ.: Botho Prinz zu Sayn-Wittgenstein-Hohenstein) (* 16 თებერვალი, 1927, აიზენახი, თიურინგია) – გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ბოთო ცუ ზაინ-ვიტგენშტაინ-ჰოენშტაინი 1958-1968 წლებში იყო ქალაქ ბად ლაასფეს ბურგომისტრი. 1965-1968 წლებში იგი გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საოჯახო, ახალგაზრდობის და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და გქდკ/გქსკ ფრაქციის ჯანდაცვის საქმეთა სპიკერი იყო.
1982-1994 წლებში ბოთო ცუ ზაინ-ვიტგენშტაინ-ჰოენშტაინს ეკავა გერმანული წითელი ჯვარის ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტი (დღეისათვის საპატიო პრეზიდენტია). 1993-1995 წლებში იგი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევამთვარის საერთაშორისო მოძრაობის მუდმივი კომისიის წევრი იყო.