New Immissions/Updates:
boundless - educate - edutalab - empatico - es-ebooks - es16 - fr16 - fsfiles - hesperian - solidaria - wikipediaforschools
- wikipediaforschoolses - wikipediaforschoolsfr - wikipediaforschoolspt - worldmap -

See also: Liber Liber - Libro Parlato - Liber Musica  - Manuzio -  Liber Liber ISO Files - Alphabetical Order - Multivolume ZIP Complete Archive - PDF Files - OGG Music Files -

PROJECT GUTENBERG HTML: Volume I - Volume II - Volume III - Volume IV - Volume V - Volume VI - Volume VII - Volume VIII - Volume IX

Ascolta ""Volevo solo fare un audiolibro"" su Spreaker.
CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ზდანევიჩი, კირილ - ვიკიპედია

ზდანევიჩი, კირილ

ვიკიპედიიდან

კირილ ზდანევიჩი
კირილ ზდანევიჩი

კირილ ზდანევიჩი (1892-1969) - პოლონელი წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტი, წიგნების ილუსტრატორი, თეატრალური დიზაინერი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა 1892 წელს კოჯორში პოლონეთის 1863 წლის ამბოხების შემდეგ კავკასიაში გადმოსალხებულ პოლონელ ემიგრანტთა ოჯახში. მამა, მიხეილ ზდანევიჩი, ფრანგულ ენას ასწავლიდა თბილისის № 1 გიმნაზიაში; დედა, ვალენტინა გამყრელიძე, პიანისტი იყო.

[რედაქტირება] ადრეული პერიოდი

გიმნაზიისა და ნ. სკლიფასოვსკის ფერწერისა და ხატვის კურსების დამთავრების შემდეგ კირილი პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში შევიდა. სწავლის პერიოდში ის დაუახლოვდა ავანგარდის წარმომადგენლებს რუსულ ხელოვნებაში. მუზეუმებისა და კერძო კოლექციების ხშირი დათვალიერებით კირილი სწავლობდა იმპრესიონისტებს, გატაცებული იყო პრიმიტივიზმით. არადადეგებზე და თავისუფალ დროს თბილისში ჩამოდიოდა. აქ, თავის ახალგაზრდა მეგობარ ზიგა ვალიშევსკისთან ერთად აღფრთოვანებული ათვალიერებდა თვითმყოფადი, მაგრამ უცნობი მხატვრის ფერწერულ ნამუშევრებს მუშამბაზე, მაღაზიის აბრებს და ფირნიშებს. 1912 წელს თბილისში მორიგი ჩამოსვლისას თავის ძმასთან, ილიასთან და მხატვარ მ. ლე-დანტიუსთან ერთად, რომლებსაც მოგვიანებით შეურთდა ზიგმუნტ ვალიშევსკიც, მოძებნეს ამ აბრებისა და ფირნიშების ავტორი - ნიკო ფიროსმანაშვილი.

[რედაქტირება] ფიროსმანის "აღმოჩენა"

1912 წელს კირილის ძმა, ილია, წერდა: “ჩვენ მოვძებნეთ მხატვარი; მივედით სახლთან მალაკნების ქუჩაზე. აქ მიგვითითეს ნიკოზე, რომელიც ტროტუარზე იდგა. ის ფუნჯით აკეთებდა წარწერას: “მოლოჩნაია”. შემობრუნდა ჩვენსკენ, დიდი ღირსებით მოგვესალმა და გააგრძელა საქმიანობა, ხანდახან რეპლიკებით ჩაერთობოდა ხოლმე საუბარში. ეს შეხვედრა დამამახსოვრდა: თეთრ კედელთან იდგა მხატვარი დახეულ შავ პიჯაკში და რბილი ფეტრის შლაპით, ტანმაღალი, მშვიდი და დამოუკიდებელი, მაგრამ მის ქმედებაში გარკვეული სიმწარე გამოსჭვიოდა”. თავის დღიურში კირილ ზდანევიჩი წერდა: “ილია ეუბნება ნიკოს - “თქვენს სურათებში ქართული ხელოვნების ძვირფასი გრძნობაა ჩაქსოვილი. თქვენ აღმოაჩინეთ გზა და მიგვითითეთ საით უნდა წავიდნენ ქართველი მხატვრები”.

1913 წელს, არდადეგებზე თბილისში ჩამოსულმა ილიამ ნიკოს შეუკვეთა თავისი პორტრეტი, რომელიც შემდგომში “ირემთან” ერთად გამოფინა მოსკოვში, რომ მის მიერ აღმოჩენილი ტალანტი გაეცნო სამხატვრო საზოგადოებისთვის. “ნიკო ფიროსმანაშვილმა, - ადამიანმა სევდიანი თვალებით, ეულად მოხეტიალემ, დიდმა მხატვარმა” ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ძმებ ზდანევიჩებზე.

[რედაქტირება] პარიზი

1913 წელს ოჯახის სახსრებით კირილი პარიზში გაემგზავრა ფერწერის შესასწავლად. ის ბინას ქირაობს როტონდის მახლობლად. როტონდის მუდმივი მნახველები იყვნენ შემდგომში გამოჩენილი მხატვრები, პოეტები, მწერლები: მოდილიანი, შაგალი, რივერა, სუტინი, ბარტი, კისლინგი, პიკასო, ერენბურგი და სხვა.

შემდგომში კირილი მუშაობას იწყებს ალექსანდრე არხიპენკოს სახელოსნოში. საკმარისი რაოდენობის ნამუშევრების დაგროვების შემდეგ მასწავლებელმა მას თავისი ატელიე შესთავაზა გამოფენის მოსაწყობად. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა, მისი ზოგიერთი ნამუშევარი კოლექციონერებმა შეიძინეს. გამოფენა დაათვალიერა პაბლო პიკასომაც, რომელმაც კედელზე მიაწერა “5+ პიკასო”. კირილი, ისე როგორც ლათინური კვარტლის მთელი ახალგაზრდობა, თავდაუზოგავად შრომობდა, მაგრამ ასეთი წარმატება ბევრს არ ჰქონია.

[რედაქტირება] სამხედრო სამსახური

1914 წლის მაისში კირილს სამხედრო გამწვევი პუნქტიდან მოწვევა მოუვიდა და იძულებული გახდა საფრანგეთიდან შინ დაბრუნებულიყო. ის ჩრდილო-დასავლეთ ფრონტზე გაამწესეს. 1915-1916 წლებში კირილ ზდანევიჩის ასეულში მსახურობდა მისი უმცროსი მეგობარი ზიგმუნტ ვალიშევსკი. ამ დღეების შესახებ კირილი იგონებდა: “ცოცხალი, მხიარული, მახვილგონიერი ზიგა ალამაზებდა სანგრის ცხოვრებას”. ხელში დაჭრის შემდეგ დემობილიზებული კირილი თბილისში დაბრუნდა.

[რედაქტირება] სამშობლოში მოღვაწეობა

[რედაქტირება] ფერწერა

კოლაუ ჩერნიავსკის პორტრეტი
კოლაუ ჩერნიავსკის პორტრეტი

1917 წლიდან იგი შემოქმედებით ცხოვრებას უბრუნდება. ის გახდა “ფუტურისტების სინდიკატის” და “41°”-ის წევრი. ამ გაერთიანებების მუშაობაში წამყვანი ადგილი ეკავა მის ძმას, ილიას. წლის ბოლოს ჩატარდა მისი ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც დადებითი გამოხმაურება მიიღო. ცნობილი ლიტერატურული და სამხატვრო კრიტიკოსი ს. გოროდეცკი წერდა: "კ. ზდანევიჩის ფერწერის ტალანტი ეჭვგარეშეა, მის მიერ გავლილი ნოვატორული სკოლა სერიოზულია, მისი ძიება საფუძვლიანი და მტკიცეა, და თუ მის შემოქმედებაში არის გარკვეული ნაკლოვანებები, როგორც მაგალითად ზოგიერთი ფუტურისტული ხერხის ზედმეტად წარმოჩენა ან ჩავარდნები გემოვნებაში ან ზედმეტი ეკლექტიკურობა, მათ შეიძლება დავუპირისპიროთ ფერის და ფორმის კარგი გრძნობა, სიმპატიური უშუალობა და თავის ძალებში დარწმუნებულობის შეგრძნება და ტემპერამენტულობა". ს. გოროდეცკი თვლიდა, რომ ზდანევიჩის ზოგიერთ ნაწარმოებში "ფორმების ჰიპერტროფიულობას აქვს თავისი აზრი", ის აღნიშნავდა, რომ "ფერადოვნება, როცა შენარჩუნებულია ფორმა, გვაძლევს ლამაზ შედეგს" და ასახელებს კ. ჩერნიავსკის პორტრეტს, როგორც მხატვრის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს.

თანამედროვენი კირილ ზდანევიჩის ფერწერას “ორკესტრულს” უწოდებდნენ. კირილს ბევრი სხვადასხვა გატაცება ჰქონდა ხელოვნებაში: აკადემიზმი, ფუტურიზმი, კუბიზმი, სეზანიზმი, იმპრესიონიზმი, პრიმიტივიზმი, მაგრამ ამასთან ერთად რჩებოდა თვითმყოფად მხატვრად. პარიზშიც კი, სადაც ის მოხვდა როგორც უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი, მან შეძლო “შეევსო ის ხარვეზები, რომლებიც მას გააჩნდა, და რაც მთავარია გარკვეულიყო იმ არეულ-დარეულობაში, უწესრიგობაში, რომელიც სუფევდა იმჟამად სხვადასხვა სამხატვრო სკოლებსა, სტილებსა და მიმდინარეობებში” - წერდა იუ. დეგენი. პარიზი დაეხმარა მას მოეძებნა თავისი ადგილი ხელოვნებაში. ის ხატავდა სურათებს სიკაშკაშით, “მატისისებური” ფერადოვნებით და ტონების დისონანსებით. ამ სტილშია დახატულია “ნატურმორტი დოქით”.

[რედაქტირება] გამოცემები

1920-იან წლებში კ. ზდანევიჩი ბევრს მუშაობს წიგნის გრაფიკაში, თეატრებში; მუშაობდა დიზაინერად, ქმნიდა გამოფენების პროექტებს და აფორმებდა გამოფენებს.

1924 წელს ის გახდა “მემარცხენეობის” ორგანიზაციის წევრი, სადაც გაერთიანდნენ ცნობილი მხატვრები, მწერლები, რეჟისორები. “მემარცხენეობამ” გამოსცა ლექსებისა და სტატიების ორი კრებული ნიკო ფიროსმანაშვილის, ირაკლი გამრეკელის და კირილ ზდანევიჩის სურათების რეპროდუქციებით. 1926 წელს ტიციან ტაბიძესთან ერთად გამოსცა პირველი მონოგრაფია ნიკო ფიროსმანაშვილზე.

[რედაქტირება] თეატრი

ესკიზი სპექტაკლისთვის "გაზი"
ესკიზი სპექტაკლისთვის "გაზი"

ზდანევიჩი თეატრში გამოჩენილ რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან მუშაობდა. მისი პირველი ნამუშევარი თეატრში გერმანელი დრამატურგის ერნსტ ტოლერის პიესა “გაზი” იყო. ამ პიესის თემა მანქანის საუკუნე – მაშინიზმი იყო. შესაბამისად დეკორაციები შეიქმნა მანქანის ნაწილებისაგან. შემდეგ ნამუშევარში, იმავე ავტორის პიესაში “ადამიანი-მასა”, სცენოგრაფია გადაწყვეტილია თავშეკავებულ შავ, თეთრ და რუხ ფერებში, წითელი ფერის დამატებით. შეზღუდული გამა საშუალებას იძლეოდა შექმნილიყო მთელი სპექტაკლის მთლიანი, მონოლითური სახე. განსხვავებულადაა გადაწყვეტილი გრ. რობაქიძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “მალშტრემი”. კაშკაშა, ფერადოვანი დეკორაციები იქმნებოდა ი. ოცხელთან ერთად. “სცენა განთავისუფლებული იყო ზედმეტობებისაგან, უზარმაზარი ცისფერი ფარდა მომრგვალებულად ფარავდა მთელ სცენას. სცენის ცენტრში აგებული იყო ცირკის მსგავსი შენობა აივნით და გარე კიბით. მრგვალი სცენა სპექტაკლის დროს ბრუნავდა, მსახიობები თამაშობდნენ აივანზეც და შიგა კონსტრუქციებზეც... სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა ეპოქის კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები ქმნიდნენ ფანტასტიკურ სანახაობას”. შემონახულია კ. ზდანევიჩის შექმნილი (1924) ამ სპექტაკლის ფერადოვანი კოსტუმები.

მოგვიანებით ზდანევიჩი თბილისის ოპერის თეატრში მუშაობდა. 30-იან წლებში იგი, როგორც მთავარი მხატვარი, თანამშრომლობდა მოსკოვის გამომცემლობებში და მოსკოვის ფორეგერის თეატრში.

[რედაქტირება] გადასახლება

1949 წელს კირილ ზდანევიჩი რეპრესირებული იქნა და მოსკოვიდან 15 წლით ჩრდილოეთში, ვორკუტაში, გადაასახლეს. ათი წლის შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა მოხუცი და ავადმყოფი, მაგრამ ისეთივე კეთილი და გულღია როგორც ადრე.

დასაფლავებულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 1969 წელს.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Static Wikipedia (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu