ზვიად გამსახურდიას რეაბილიტაცია
ვიკიპედიიდან
ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ.
საქართველოში ეროვნული დაპირისპირების აღმოფხვრისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი ღონისძიება გახდა 1991-1993 წლებში რეპრესირებულთა რეაბილიტაციისა და სხვა დაკავშირებული აქტები. მათ შორის 2004 წლის 21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით შეიქმნა 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია. შესაბამისად საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შექმნა პროცესუალური საგამოძიებო ჯგუფი.
პროცესუალურმა საგამომძიებლო ჯგუფმა დიდი მუშაობა ჩაატარა და გამოიტანა დადგენილება ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების წინააღმდეგ 1992 წელს აღძრული # 7492801 სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საქმის და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დანაშაულის არარსებობის გამო.
[რედაქტირება] ოფიციალური დოკუმენტები
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ¹174
2004 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი
1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის ¹60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:
შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- ივანე მერაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე;
- ზურაბ ადეიშვილი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი;
- ირაკლი ოქრუაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურორი;
- გიორგი ანდრიაძე - საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი;
- მანანა არჩვაძე-გამსახურდია - კომისიის წევრი;
- ტარიელ ფუტკარაძე - კომისიის წევრი;
- მანანა ტაბიძე - კომისიის წევრი;
- მერაბ რაფავა - კომისიის წევრი.
მიხეილ სააკაშვილი
_________
ამონარიდი გენპროკურორის 2003 წლის 29 დეკემბრის #50-7 ბრძანებიდან: "საქართველოს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა ერთობლივი კომისია, რომელიც მოახდენს 1991-92 წლებში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციისა და კანონიერი ხელისუფლების დამხობის თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი) სხვა მოვლენების ირგვლივ გამოძიებულ საქმეთა გადასინჯვას".