თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)
ვიკიპედიიდან
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - მომა (Museum of Modern Art - MoMA) მდებარეობს მიდთაუნ მანჰეტენზე, ნიუ-იორკი. მუზეუმი ხშირად მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის მოპაექრედ განიხილება.
მომა თავდაპირველად დააპროექტა მოდერნისტმა არქიტექტორმა ედვარდ დურელ სტოუნმა და პირველად დამთვალიერებელთათვის გაიხსნა 1929 წლის 7 ნოემბერს. ითვლება რა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშთა საუკეთესო კოლექციად მსოფლიოში, მის მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება:
- ვინსენტ ვან გოგის “ვარსკვლავიანი ღამე”,
- პაბლო პიკასოს “ლე დემუაზელ დ’ავინიონ”
- სალვადორ დალის “მეხსიერების ჟინიანობა”,
- პიტ მონდრიანის “ბროდვეის ბუგი-ვუგი”,
- კლოდ მონეს “წყლის ლილიების” ტრიპტიხი
- ანრი მატისის “ცეკვა”
- პოლ სეზანის “მობანავე”
- ფრიდა კალოს “ავტო-პორტრეტი მოკვეცილი თმით”
აქვე ასევე იხილავთ წამყვანი ამერიკელი მხატვრების ჯექსონ პოლოკის, ჯასპერ ჯონსის, ედვარდ ჰოპერის, ენდი უორჰოლის, ჩაკ კლოზის და რალფ ბეკშის ნამუშევრებს. მომას მსოფლიოში სახელგანთქმული მხატრვული ფოტოგრაფიის კოლექცია აქვს. აქვეა ასევე მნიშვნელოვანი დიზაინის კოლქეციები, მათ შორის პოლ ლასცლოს ნამუშევრები.
მომას მიდთაუნის შენობამ მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია განიცადა 21-ე საუკუნის დასაწყისში. დაიხურა რა 2002 წლის 21 მაისს, 2004 წლის 20 ნოემბერს გაიხსნა იაპონელი არქიტექტორის იოშიო ტანიგუჩის განახლებული პროექტით. ამ პერიოდში მომას კოლექციის ნაწილი გამოფენილი იყო ყოფილ ჭიკარტების ქარხანაში ლონგ-აილენდ სიტიში, ქუინსში. მომას ხელახალ გახსნას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა შესვლის ფასის $12-დან $20-მდე გაზრდის გამო. ამგვარად მომა ნიუ-იორკში ყველაზე ძვირი მუზეუმია, თუმცა პარასკევს ნაშუადღევს 4 სთ-ის შემდეგ “გადაიხადეთ რამდენიც გსურთ” პოლიტიკა მოქმედებს და შესაძლებელია უფასოდ მოხვედრაც თუ რიგმა დღის ბოლომდე მოგიწიათ.
[რედაქტირება] აქ გამოფენილ ზოგიერთ ნამუშევართა გალერეა
ვარსკვლავიანი ღამე, ვინსენტ ვან გოგი |
Les Demoiselles d'Avignon (ავინიონის დიაცები), პაბლო პიკასო |
The Persistence of Memory, სალვადორ დალი |
|
ბროდვეის ბუგი ვუგი, პიტ მონდრიანი |