თაღნარი
ვიკიპედიიდან
თაღნარი, დეკორატიულ-პლასტიკური დამუშავების მიზნით შენობის ფასადზე ან სათავსის შიგა კედლებზე გამოყვანილი ყრუ თაღედი, რომელიც ზოგჯერ ოთხივე მხარეს გასდევს შენობას. X-XII საუკუნეებში ქართულ ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული იყო ფასადების ხუთთაღიანი კომპოზიცია (ოშკის, ბაგრატის; ალავერდის, სვეტიცხოველის და სხვა ტაძრები).