თბილისის ტელეანძა
ვიკიპედიიდან
თბილისის ტელეანძა ცალკე მდგომი სტრუქტურაა და საკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოიყენება. მდებარეობს მთაწმინდაზე, თბილისში, საქართველო და 1972 წელს აშენდა. მას "საქართველოს ტელეცენტრი" მართავს, რომელიც 1955 წელს დაარსდა. ანძის საკომუნიკაციო სისტემები მოიცავს ტრანსლირებას, MMDS. პეიჯერსა და მობილურ გადამცემებს და კომერციულ ტელევიზიას. ანძის სიმაღლეა 274.5 მ / 901 ფუტი და დგას ზღვის დონიდან 719,2 მეტრის სიმაღლის მთაზე.
[რედაქტირება] იხ. აგრეთვე
- ანძების სია
- ცათამბჯენების სია