თი-ბი-სი ბანკი
ვიკიპედიიდან
თი-ბი-სი ბანკი წამყვანი კომერციული ბანკია საქართველოში. ბანკი დაფუძნდა 1992 წელს და ათ წელიწადში უმსხვილესი ბანკი გახდა ქვეყანაში, დღემდე ინარჩუნებს ამ პოზიციას, ფლობს რა ქვეყნის საბანკო რესურსების 27%-სა და მთლიანი საბანკო დეპოზიტების 30%. ამჟამად ბანკის სათაო ოფისი განლაგებულია მარჯანიშვილის ქუჩაზე, ყოფილი ძველი უნივერმაღის შენობაში.
თი-ბი-სი ბანკის წარმატებული ფუნქციონირების მაჩვენებლები აისახა ბანკის ფრენჩაიზინგის განუხრელ ზრდაში, ბიზნეს სესხებისა და საცალო ვაჭრობის დაფინანსების ძლიერ მხარდაჭერაში, ბანკის კარგ რისკ-მენეჯმენტში, საოპერაციო გარემოს გაუმჯობესებასა და კარგად-დივერსიფიცირებულ საფონდო ბაზაში.
თი-ბი-სი ბანკი ერთადერთია საქართველოში, რომელსაც ბანკერის (ფაინენშიალ ტაიმს გრუპი) საქართველოს საუკეთესო ბანკის ჯილდოები აქვს მიღებული 2002, 2003, 2004 და 2005 წლებში.[საჭიროებს წყაროს მითითებას]