იერუსალიმის მეორე ტაძარი
ვიკიპედიიდან
მეორე ტაძარი იყო იერუსალიმის ტაძრის რეკონსტრუქცია, რომელიც იდგა ძვ. წ. 515 და ახ. წ. 70 წლებს შორის. ამ პერიოდში ეს ტაძარი ებრაელთა ღვთისმსახურების ცენტრი იყო, სადაც ხდებოდა მთავარი მსხვერპლთშეწირვები, ცნობილი როგორც ”კორაბნოტი”. სოლომონის ტაძარი, ცნობილი როგორც პირველი ტაძარი დანგრეული იქნა ძვ. წ. 586 წელს, როდესაც იუდეის სამეფო დაპყრობილ იქნა ბაბილონის სამეფოს მიერ და ებრაელები განდევნილ იქნენ ბაბილონელთა ტყვეობაში. რომაელებმა დაანგრიეს იერუსალიმი და მისი მეორე ტაძარი დაახ. ახ. წ. 70 წელს, რითაც დასრულდა 66 წელს დაწყებული ებრაელთა დიდი აჯანყება.