იოანე ანჩელი
ვიკიპედიიდან
იოანე ანჩელი, XII-XIII საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი, ანჩის მთავარეპისკოპოსი, თამარ მეფის თანამედროვე.
მის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები ერთობ მწირია. ტბეთის სახარების (XII საუკუნე) ანდერძში იგი არსენ ბერის (XI-XII სს.) ძმად იხსენიება. XII საუკუნის ხატის (ანჩისხატის) წარწერიდან ირკვევა, რომ ის იოანე ანჩელს მოუჭედინებია თამარ მეფის ბრძანებით. იოანე ანჩელს ეკუთვნის აკროსტიქული საგალობელი "გალობანი ანჩისხატისანი" (კიდურწერილობა - "საშინელსა ანჩისა ხატსა უგალობ უნდოი იოვანე ანჩელი"), რომელიც გამოსცა მ. ჯანაშვილმა 1903 წელს.