იოანე მთავარეპისკოპოსი
ვიკიპედიიდან
იოანე მთავარეპისკოპოსი, ქართლის პირველი ეპისკოპოსი IV საუკუნის 30-40-იან წლებში. ქართული წყაროების მიხედვით , იოანე მთავარეპისკოპოსი მოიწვია ბიზანტიიდან ქართლის მეფემ მირიანმა. მას თან ხლებია 2 მღვდელი და 1 დიაკონი, რომლებსაც საეკლესიო წესით მოუნათლავთ ნინოს მიერ ახალგაქრისტიანებული მეფე, მისი სახლობა, წარჩინებულნი და დანარჩენი მოსახლეობა. იოანე მთავარეპისკოპოსს მონაწილეობა მიუღია მცხეთის საეპისკოპოსოს ჩამოყალიბებაში, მისი მონაწილეობითა და ზრუნვით აღუმართავთ სალოცავი ჯვრები, აუშენებიათ ეკლესიები, მიუღიათ ზომები ქრისტიანული რელიგიის გასავრცელებლად ახალ მხარეებში.