იოანე მტბევარი
ვიკიპედიიდან
იოანე მტბევარი, X საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი. როგორც ტბეთის სახარების (995) მინაწერიდან ჩანს, 978-იდან ტბეთის ეპისკოპოსი ყოფილა, 995 კი მაწყვერელად დაუდგენიათ. მიქაელ მოდრეკილის "იადგარში" (978-988) დაცულია VII-IX საუკუნეების ბერძენ ავტორთა ჰიმნების თარგმანები,რომლებიც იოანე მტბევარს ეკუთვნის. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინი მოკაზმული.