ვიკიპედიიდან
ტერმინს "იუანი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: იუანი |
იუანი გავრცელებული ჩინური გვარია, რაოდენობით 33-ე ჩინეთში მოსახლეობის მიხედვით. წარმოშობით უძველესი სახელმწიფო ჩენის (დღევანდელი ჰენანის პროვინცია) დიდგვაროვანი ოჯახიდანაა. ჰანის დინასტიიდან მოყოლებული ეს გვარი დაკავშირებულია ორ არისტოკრატიულ კლანთან - რუნანი და ჩენი. ისტორიულად, გვარი სწრაფად იზრდებოდა ჰან-ჩინელებს შორის და ასევე მიღებულ იქნა რამდენიმე არა-ჩინური ეთნიკური ჯგუფის მიერაც. ამ გვარს დღესდღეობით ატარებს 6,5 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოში. ამ გვარის მატარებელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცენტრალური ჩინეთის იანცზის დელტაზე სახლობს.
 |
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |