კაზრეთი
ვიკიპედიიდან
კაზრეთი - დაბა ბოლნისის რაიონში. მდებარეობს მდინარე მაშავერაზე. სარკინიგზო შტოთა შეერთებულია ქალაქ მარნეულთან. დაბის სტატუსი მიენიჭა 1965 წელს. მოსახლეობა 7.3 ათასი (2002). ცნობილია სამთო-გამამდიდრებელი კომბინატით, რომელიც 1972 წელს აშენდა.