კალიგრამი
ვიკიპედიიდან
კალიგრამი - ლექსი, რომლის გრაფიკული წყობა ფურცელზე ქმნის ნახატის ფორმას. ეს უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში ტექსტის სიუჟეტთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზოგჯერ მისი საპირისპიროცაა. ტერმინი შემოიტანა გიიომ აპოლინერმა (ორი ტერმინის - "კალიგრაფია" და "იდეოგრამა" - შერწყმით) და მანვე განავითარა თავის შემოქმედებაში. ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა ნიშნავს "ლამაზ ნაწერს": ბერძნული ზედსართავი kali (ლამაზი) და არსებითი სახელი gramma (წერილობითი ნიშანი). ხშირად ამ ფორმას გრაფიკულ პოეზიადაც მოიხსენიებენ.