კომპა
ვიკიპედიიდან
კომპა (Kompa, ასევე Compas Direct, konpa direk, konpa ან compa) -- მუსიკალური ჟანრი, წარმოშობით ჰაიტიდან. ჟანრი გამოირჩევა საშუალო-სწრაფი ტემპის რიტმით, შესრულებული ელექტრო გიტარით, საქსოფონით, საყვირით და მსგ, ბოლო დროს ხშირია სინთეზატორიც. ზუკისგან განსხვავებით მუსიკის ლირიკა ძირითადად ჰაიტიურ კრეოლზეა, ხოლო თავად მუსიკა გაცილებით სწრაფ რიტმშია.
ჩრდილოეთ ამერიკაში კომპას ფესტივალები ხშირად ტარდება მონრეალში, ნიუ-იორკში, მაიამისა და ბოსტონში (სადაც ჰაიტიური წარმოშობის მოსახლეობა საგრძნობლად დიდია).