კულუმბურები
ვიკიპედიიდან
კულუმბურები, (Coccothraustes) ფრინველების ჯგუფი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 18-23 სმ. აქვთ მოკლე, მსხვილი და ძლიერი ნისკარტი. აერთიანებს 4 გვარის 9 სახეობას. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი კულუმბურები (Coccothraustes coccothraustes). ბუდეს იკეთებს ხეზე ტყესა და ბაღში. დებს 4-7 კვერცხს. ბარტყები იჩეკებიან 14 დღეში. იკვებებიან მცენარეულობით (შინდი, ალუბალი, ბალი და სხვა). ბარტყებს პირველად კვებავენ მწერებით, შემდეგ - მცენარეთა თესლებით.