ლანჩხუთის რაიონი
ვიკიპედიიდან
ლანჩხუთის რაიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი გურიის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში, 1921-დან ოზურგეთის მაზრაში. 1930-დან ცალკე რაიონია.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, უკავია გურიის დაბლობი და მიმდებარე სერები. ტერიტორია - 533 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 270 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები სუფსა, ფიჩორი, ლესისწყალი და სხვა.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 40 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 76 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 57 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 56 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო - 1: ლანჩხუთი;
- სოფლის საკრებულო - 15: აკეთის, აცანის, გვიმრალაურის, ლესა-ჭინათის, მამათის, მაჩხვარეთის, ნიგვზიანის, ნიგოითის, ნინოშვილის, სუფსის, ღრმაღელის, შუხუთის, ჩიბათის, ჩოჩხათის, ჯურუყვეთის..
[რედაქტირება] ეკონომიკა
ძირითადი დარგებია მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მეცხოველეობა. მრეწველობაში წამყვანია კვების (ჩაის) და საშენ მასალათა დარგები. რაიონის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 51 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 32 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
- ისტორიული ძეგლები: აცანის და ჯიქეთის მონასტრები, სოფელ ხორეთსა და გაგურში ხელოვნური გამოქვაბულები.
გურიის მხარე | |
ლანჩხუთის რაიონი | ოზურგეთის რაიონი | ჩოხატაურის რაიონი |