ლევან III დადიანი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ლევან " აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ლევან |
ლევან III დადიანი, ოდიშის მთავარი 1661-1680, ლევან II დადიანის ძმის, იესეს ძე. თავდაპირველად შამადავლე ერქვა. ტახტზე ავიდა ქართლის მეფის ვახტანგ V-ის დახმარებით და თავისი ბიძის პატივისცემად ლევანი დაირქვა. ცოლად ჰყავდა ვახტანგ V-ის დისწული თამარი. 1663 ლევან III დადიანი თავს დაესხა იმერეთის მეფეს ბაგრატ IV-ს, მაგრამ დამარცხდა. ბაგრატ IV-მ მას წაართვა მეუღლე და თვითონ შეირთო. ეს ფაქტი გახდა მათ შორის შეურიგებელი ბრძოლის მიზეზი. 1672 ოდიშის სამთავროს შეესივნენ ოსმალები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ტახტიდან ჩამოეგდოთ ლევან III დადიანი და მთავრად თავიანთი კაცი დაესვათ. ლევან III დადიანი რუხის ციხეში ჩაიკეტა და ოსმალებმა მისი აღება ვერ მოახერხეს.