ლეჩხუმი
ვიკიპედიიდან
ლეჩხუმი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის შუაწელის გასწვრივ მდებარე ტერიტორიას და მდინარე ლაჯანურის მთელ ხეობას. ლეჩხუმს აღმოსავლეთით საზღვრავს რაჭა, დასავლეთით - სამეგრელო, ჩრდილოეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი.
ისტორიულად ლეჩხუმი ცნობილი იყო თაკვერის სახელით, რომელსაც ბიზანტიელები სკვიმნიას უწოდებდნენ. VIII საუკუნის ბოლოს რაჭა-ლეჩხუმი ერთიან საერისთავოდ ჩამოყალიბდა, შემდეგ იმერეთის სამეფოს ნაწილი იყო, ბოლოს სამეგრელოს სამთავროს ეკუთვნოდა. ერთ პერიოდში ლეჩხუმი ქვემო სვანეთთან ერთად ერთ მაზრაში იყო გაერთიანებული. ლეჩხუმის თავადები იყვნენ გელოვანთა, ახვლედიანთა და ჩიქვანთა საგვარეულოდან.
ამჟამად ლეჩხუმი ძირითადად რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის რაიონში შედის.