ლინკოლნის ცენტრი
ვიკიპედიიდან

საშემსრულებლო ხელოვნებათა ლინკოლნის ცენტრი (Lincoln Center for the Performing Arts) შენობათა კომპლექსია ქ. ნიუ-იორკში, რომელიც 12 მხატვრული საშემსრულებლო დასის ბინაა. კომპექსი აშენდა რობერტ მოზესის ურბანული აღორძინების პროგრამის პერიოდში 1960-იან წლებში, ჯონ დ. როკფელერ III-ის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაარსებული კონსორციუმის მიერ. ეს იყო პირველი დიდი თავშეყრა კულტურულ დაწესებულებათა ცენტრალიზებულ ადგილას აშშ-ის ქალაქში; კომპლექსი მდებარეობს კოლუმბუსისა და ამსტერდამის ავენიუებსა და 62-66-ე ქუჩებს შორის ზემო ვესტ-საიდზე, მანჰეტენი.