მეინი
ვიკიპედიიდან
მეინი (Maine, Me), შტატი აშშ-ში, მდებარეობს ახალი ინგლისის რეგიონში. სახელი ეწოდა საფრანგეთის პროვინციის მიხედვით; 1623 წელს აქ დასახლდნენ ინგლისელები, 1652-დან - მასაჩუსეტსის ნაწილია; 1820 წელს შტატი გახდა.
- ფართობი - 79,9 ათასი. რელიეფი – აპალაჩის მთები, 80% ტყეებს უკავია. შტატის ტერიტორიაზეა აკადიის ეროვნული პარკი.
- მოსახლეობა - 1,310 ათასი (თეთრი 98,4%, აფროამერიკელი 0,4 %, ლათინურამერიკელი 0,6%).
- ქალაქის მოსახლეობა - 47,5%.
- ქალაქები – ოგასტა (დედაქალაქი), 20 ათასი, პორტლენდი, 63 ათასი, ლევისტონი, 37 ათასი.
- ცნობილი ადამიანები – ჰენრი ლონგფელო, კეიტ იუჯინი, ედვარდ რობინსონი.