მილერი, ართურ
ვიკიპედიიდან
ართურ მილერი (Arthur Asher Miller; *17 ოქტომბერი, 1915 – 10 თებერვალი, 2005) — ამერიკელი დრამატურგი, ესსეისტი, მწერალი. წამყვანი ფიგურა ამერიკულ ლიტერატურაში და კინემატოგრაფიაში თითქმის 60 წლის განმავლობაში; დაწერილი აქვს დიდი რაოდენობით პიესა, რომლებიც დღემდე ისწავლება და სრულდება მსოფლიოს მრავალ სცენაზე. გახმაურებული საზოგადო ფიგურა იყო ასევე თემთა პალატის არა-ამერიკული საქმიანობების გამოძიების კომიტეტისთვის ჩვენების მიცემაზე უარყოფის გამო, შემდეგ კი მერილინ მონროზე ქორწინებით 1956 წელს. სიცოცხლის ბოლოს ყველა დროის უდიდეს ამერიკელ დრამატურგად მიიჩნეოდა.