მიურატი, იოახიმ
ვიკიპედიიდან
იოახიმ მიურატი (ფრანგ.: Joachim Murat) (* 25 მარტი, 1767, ლაბასტიდ-ფურტიურნიე, დღ. ლაბასტიდ-მიურა, საფრანგეთი; † 13 ოქტომბერი, 1815, პიცო, კალაბრია) - ნეაპოლის მეფე 1808-1815 წლებში, ნაპოლეონის სიძე და საფრანგეთის მარშალი.
[რედაქტირება] სახელი
იოახიმ მიურატი ტრადიციულად დამკვიდრებული სახელის ფორმაა (წარმომავლობა უცნობია). სახელის მართებული ფორმაა "ჟოაკენ მიურა".
[რედაქტირება] ბიოგრაფია
- მიურატი სამხედრო სამსახურში შევიდა.
- ნაპოლეონის იტალიური ლაშქრობის დროს იგი მისი ადიუტანტი იყო.
- ნაპოლეონის ეგვიპტის ექსპედიციის დროს მიურატის კავალერიამ ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა მამელუქების წინააღმდეგ ბრძოლაში და მას დივიზიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.
- 9 ნოემბერი – რევოლუციის VIII წლის 18 ბრიუმერის გადატრიალებაში იგი ნაპოლეონის ერთგული მხარდამჭერი იყო.
- მიურამ იქორწინა ნაპოლეონის უმცროს და კაროლინაზე.
- ნაპოლეონმა იოახიმ მიურატი საფრანგეთის მარშალი გახადა.
- იგი იმპერიის პრინცის ხარისხში იქნა აყვანილი.
- 15 მარტი - მიურატი, უკვე პრინცი და საფრანგეთის გროსადმირალი ბერგის და კლევეს დიდი ჰერცოგი გახდა.
- ნაპოლეონმა მიურატს ნეაპოლის სამეფო აჩუქა.
- ახლად დანიშნულმა მეფემ მოდერნიზირება გაუკეთა სახელმწიფო აპარატს და მოაწესრიგა სოციალური და სასამართლო ინსტიტუტები.
- რუსეთზე ლაშქრობის დროს იმპერატორსა და მის საუკეთესო კავალერისტს შორის ბზარი გაჩნდა. ნაპოლეონი ეჭვობდა, რომ მიურატი მისი ხელისუფლების დამხობას აპირებდა.
- I იმპერიის ბოლო დღეებში იგი შეეცადა კავშირი დაემყარებინა ავსტრიასთან, თუმც “100 დღიან” პერიოდში ისევ ნაპოლეონის მხარე დაიჭირა და დამარცხებულთა ბანაკში აღმოჩნდა. მისმა ავტორიტეტმა ნეოპოლში საგრძნობლად იკლო.
- მიურატი შეეცადა ნეაპოლისათვის დამოუკიდებლობის მოპოვებით მოსახლების თავის მხარეზე გადაბირებას, მაგრამ ეს ცდა მარცხით დამთავრდა. იგი დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
- 13 ოქტომბერი - ქალაქ პიცოში ბურბონი მეფის ფერნანდო IV-ის ბრძანებით იოახიმ მიურატი დახვრიტეს.