მონფერატო
ვიკიპედიიდან
მონფერატო (იტალ.: Monferrato) შუა საუკუნეებში მარკიზატი იყო დღევანდელი ლომბარდიის ტერიტორიაზე. იგი მდებარეობდა ტურინსა და გენუას შორის.
[რედაქტირება] ისტორია
მარკიზატი მოიცავდა 2750 კმ² ტერიტორიას, რომლის დედაქალაქი იყო მონფერატი. კარლ დიდის დროს მონფერატოს გრაფები მართავდნენ, ხოლო 967 წელს ოტო I აქ მარკიზატი დააარსა. მონფერატოს მარკიზებმა თავი გამოიჩინეს ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. მარკიზ გულიელმო VI-ის 2 ვაჟი და შვილიშვილი მეფეებიც კი გახდნენ.
- კონრად I – იერუსალიმის მეფე († 1192)
- ბონიფაციუს II – თესალონიკის მეფე († 1207)
- ბალდუინ V – იერუსალიმის მეფე († 1186)
XIV საუკუნეში მარკიზატი მემკვიდრეობით მიიღო პალეოლოგების დინასტიამ. 1533 წელს მონფერატო გონძაგას დინასტიის საკუთრება გახდა. მანტუის მემკვიდრეობისთვის ომის (1628-1631) შემდეგ მონფერატოს ნაწილი სავოიის მარკიზებმა დაისაკუთრეს, დარჩენილი ნაწილი საბოლოოდ 1708 წელს მიიღეს, როცა იმპერატორმა ლეოპოლდ I მონფერატო გონძაგას დინასტიან ჩამოართვა.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
- მონფერატოს მარკიზების სია