მუხრანბატონი, კონსტანტინე ივანეს ძე
ვიკიპედიიდან
კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონი (* 1837 ― † 1902), ქართველი მემამულე, რუსეთის არნმიის გენერალი, საზოგადო მოღვაწე.
მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853-1856), აგრეთვე ბრძოლებში დაღესტნის დასამორჩილებლად. რუსეთ-თურქეთის 1877-1878 ომში მეთაურობდა პოლკს. ომის შემდეგ სამხედრო სამსახურს თავი დაანება და ხელი მოჰკიდა მეურნეობას, რომელიც კაპიტალისტური გზით ვითარდებოდა. რამდენჯერმე იყო არჩეული თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად (მარშალი). 1895 იმპერატორმა უბოძა სამეფო სახლის ეგერმაისტერობა და რამდენიმე ხანს პეტერბურგში ცხოვრობდა. მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ ეროვნულ დაწესებულებებს, ჰყავდა ბევრი სტიპენდიატი გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში. დიდი თანხა გაიღო ქართული გიმნაზიის შენობის (შემდგომში უნივერსიტეტი) ასაგებად.