ნარჩიტასებრნი
ვიკიპედიიდან
ნარჩიტასებრნი (Regulidae), ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყეებში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე 3 სახეობა გვხვდება. ყვითელთავა ნარჩიტა (Regulus regulus), იკეთებს თითქმის მრგვალ ბუდეს, რომელიც დაკიდებულია ხეების ზედა ტოტებზე. ტანად პატარაა. აგრეთვე წითელთავა ნარჩიტა (Regulus ignicapillus), რომელიც ამიერკავკასიაში ყირიმისა და დასავლეთ უკრაინის ტყეებში გვხვდება. ასპუჭაკასებრი ნარჩიტა (Leptopoecila sophiae), ბინადრობს ტიან-შანის მთებში. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ყვითელთავა ნარჩიტა, აბასთუმნის მიდამოებში - სიღრძეში ნაპოვნია წითელთავა ნარჩიტას ერთადერთი ბუდობს ადგილი.