ნასაკირალი
ვიკიპედიიდან
ნასაკირალი - დაბა ოზურგეთის რაიონში. დაბის სტატუსი მიენიჭა 1976 წელს. მოსახლეობა 2.6 ათასი (2002).
ნასაკირალი და მელექედეური ისტორიულად შეადგენდნენ ერთ თემს. განთქმული იყო ნასაკირალის ტყე, რომელიც ჩაის გაშენების დროს გაიჩეხა. ნასაკირალის ტერიტორიაზე მდებარეობს მდინარეების, ბახვისწყლისა და სუფსის ხერთვისი.