ნიკოლოზ რუსთველი
ვიკიპედიიდან
ნიკოლოზ რუსთველი, XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი. რუსთავის მიტროპოლიტი (დაახლოებით 1700-1720), გვარად ჩერქეზიშვილი (ზოგი მკვლევარის აზრით - ორბელიანი, რაც მცდარი ჩანს).
1724 წელს რუსეთს მიმავალ ვახტანგ VI-თან ერთად გადავიდა დასავლეთ საქართველოში, სადაც დარჩა და მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. თანამედროვეთა შორის ცნობილი იყო როგორც ჰიმნოგრაფი, ღვთისმეტყველი და მქადაგებელი. შემორჩენილია მის მიერ შეთხუზული რამდენიმე საგალობელი, იამბიკო-აკროსტიქები და ა.შ. დახელოვნებული ყოფილა სიგელ-გუჯრების შედგენაშიც. ცნობილია მისი შედგენილი კახეთის მეფის დავით იმამყული-ხანის დის ხვარაშნის "მზითვის წიგნი" (1717), მასვე შეუდგენია ალავერდის ტაძრის სიგელი (1721) და სხვა.