ნიკოლოზ VIII
ვიკიპედიიდან
ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1584-1589 წლებში, კახთა მეფის ლევანის ძე. თავის ძმას, კახეთის მეფეს ალექსანდრე II-ს ხელახლა დაამტკიცებინა კახური მამულების დიდი სიგელი. 1589 წელს ქართლის მეფის სიმონ-I-ის დავალებათა და ხარჯით აღადგინა ხელნაწერი წიგნი "სჯულის კანონი".