ნიკოლოზ X
ვიკიპედიიდან
ნიკოლოზ X (ხერხეულიძე), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1741-1744 წლებში. დომენტი კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ მისივე სურვილის გათვალისწინებით კათოლიკოსად დადგენილ იქნა ნიკოლოზ ხერხეულიძე. დღესდღეობით მოიპოვება ნიკოლოზ X-ის წერილები რომის პაპის ბენედიქტე XIV-ის მიმართ, საიდანაც თვალნათლივ სჩანს მისი დამოკიდებულება კათოლიკური მისიისადმი საქართველოში, რომელთა დევნაში იგი გრიგორიანელებს სდებს ბრალს. თავად ნიკოლოზ X აცხადებს თავის თავს ყველა წერილში პაპთან "შეერთებულად" და მის მორჩილად. ამონარიდი 1742-წლის წერილიდან: "როგორადაც უწინ, ძველი დროდგანვე, ჩვენი ქუეყანა თქვენ გემორჩილებოდათ, მსგავსადვე ჩვენც კვალად თქვენის კურთხევისა და მადლის მქადაგებელნი ვართ. თუმცა კი ზოგიერთმა ჩვენის საქართველოს პატრიარქმა თქვენდამი ჯეროვნად მისაგებელი მორჩილება დაივიწყა, ხოლო გევედრები, მათ ნუ დამადარებთ, რადგან მორჩილი და მზად ვარ ყველა თქვენი ბრძანება აღვასრულო." ვახუშტის ცნობით, 1744 წელს ნიკოლოზ X ვინმე "უკეთურმან მაჰმადიანყოფილმან თაზისშვილმან ტარიელ მახვუილითა მოკლა."