ნიკულინი, იური
ვიკიპედიიდან
იური ნიკულინი (რუს. Ю́рий Влади́мирович Нику́лин; 18 დეკემბერი, 1921 - 21 აგვისტო, 1997) — რუსი საბჭოთა კინოსა და ცირკის მსახიობი. მის ყველაზე ცნობილ ფილმთა შორისაა "ბრილიანტის ხელი", "12 სკამი", და "მოხუცი-ავაზაკები".
ნიკულინმა შექმნა ბალბესის დაუვიწყარი სახე განთქმულ სამეულში (ტრუსი, ბალბესი და ბივალი) ლეოიდ გაიდაის კინოკომედიებში «Самогонщики» (1961), «Пес Барбос и необычный кросс» (1961), «Операция „Ы“ и другие приключения Шурика» (1965), «Кавказская пленница, или Новые приключения Шурика» (1967).
ნიკულინს განსახიერებული აქვს არა მხოლოდ კომედიური როლები, აღსანიშნავი ასევე მისი თამაში ფილმებიში მეორე მსოფლიო ომზე («Они сражались за Родину», რეჟისორი ს. ბონდარჩუკი; «Двадцать дней без войны», რეჟისორი ა. გერმანი), დრამატულ ფილმში «Когда деревья были большими» და ანდრეი ტარკოვსკის ფილმში «Андрей Рублёв». გარდა ამისა, მას მიჰყავდა იუმორისტული ტელეგადაცემა «Белый попугай».
ნიკულინს მინიჭებული აქვს სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება (1973) და სოციალისტური შრომის გმირის წოდება (1990). ცირკთან ცვეტნოი ბულვარზე (რომელის მის სახელს ატარებს) აღმართულია მისი ბრინჯაოს მონუმენტი.