ნუარე, ფილიპ
ვიკიპედიიდან
ფილიპ ნუარე (Philippe Noiret; 1 ოქტომბერი, 1930, ლილი, საფრანგეთი - 23 ნოემბერი, 2006, პარიზი) — ფრანგი მსახიობი.
საბაკალავრო გამოცდებში რამდენჯერმა ჩავარდნის შემდეგ ნუარემ თეატრის შესწავლა გადაწყვიტა. განათლება მიიღო აღმოსავლეთის დრამატულ ცენტრში (Centre Dramatique de l'Ouest) და შემდეგ შვიდი წლის განმავლობაში სახალხო თეატრთან ერთად მგზავრობდა ტურებზე. აქვე შეხვდა მის მომავალ მეუღლეს მონიკ შუმეს, რომელთანაც 1962 წელს იქორწინა. ამ დროს იწყებს ღამის კლუბების კომედიანტის კარიერას ჟან-პიერ დარასთან დუეტში.
კინოეკრანებზე მისი დებიუტი შედგა 1956 წელს აგნეს ვარდას ფილმში "La Pointe Courte", თუმცა ხელმეორედ 1960 წლამდე აღარ გამოჩენილა. 1962 წელს "ტერეზა დექეირო"-ში მისი როლის შემდეგ ის უკვე სამუდამოდ იმკვიდრებს ადგილს ფრანგულ ეკრანზე, თუმცა მთავარ როლში მხოლოდ 1966 წელს ჩნდება ჟან-პოლ რაპენოს ფილმში "La Vie de château". 1967 წელს "Alexandre le Bienheureux"-ში შესრულებით საფრანგეთში ვარსკვლავი ხდება. ამ დროისთვის ის უკვე მთელ დროს ეკრანს უთმობს. მას არ შეეძლო რომანტიული გმირების როლების თამაში, ამიტომ ძირითადად ყოველდღიური ხასიათებით იყო დაკავებული, თუმცა მათ შორის იყო რამდენიმე კრიტიკული როლიც, როგორიცაა La Grande Bouffe, ფილმი ზედმეტი ჭამით თვითმკვლელობის შესახებ, რომელმაც სკანდალი გამოიწვია კანის ფესტივალზე 1973 წელს.
პირველი ცეზარი 1976 წელს მიიღო როლისთვის Vieux Fusil-ში. მეორე ცეზარი 1990 წელს მოვიდა ფილმში La Vie et rien d'autre. საერაშორისო ეკრანებზე ყველაზე უკეთ ცნობილია როლებისთვის ფილებში Cinema Paradiso და Il Postino.
გარდაიცვალა 2006 წლის 23 ნოემბერს კიბოს დაავადებით.