ოზურგეთი
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, გურიის მხარის და ოზურგეთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ნატანების ნაპირას. ქალაქად გამოცხადდა 1840 წელს. მოსახლეობა 18,7 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ოზურგეთში არის შემოქმედის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.