ოკეანოგრაფიული მუზეუმი (მონაკო)
ვიკიპედიიდან
ოკეანოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს მონაკო-ვილში, მონაკო. დაფუძნდა 1910 წელს მონაკოს დიდი რეფორმატორი, პრინცი ალბერ I-ის მიერ.
მუზეუმში დიდი რაოდენობით ზღვის ცხოველია თავმოყრილი (ზღვის ვარსკვლავები, ცხენთევზები, კუები, მედუზები, კრაბები, კიბოები, გველთევზები, ზვიგენები, და მრავ. სხვა). მუზეუმის საკუთრებაშია ასევე დიდი რაოდენობით ზღვასთან დაკავშირებული საგნები, მათ შორის გემების მოდელები, ზღვის ცხოველთა ჩონჩხები, ხელსაწყოები, იარაღი და სხვ.
მუზეუმის დირექტორი დიდი ხნის განავლობაში, 1957 წლიდან მოყოლებული იყო ჟაკ კუსტო.