პეკჰემის ბიბლიოთეკა
ვიკიპედიიდან
პეკჰემის ბიბლიოთეკა (Peckham Library) — საზოგადოებრივი დაწესებულება პეკჰემში, ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შენობის პროექტი ეკუთვნის ალსოპ ენდ სტორმერს და 2000 წლის სტირლინგის არქიტექტურული პრემიის ლაურეატი გახდა.
შენობის უჩვეულო გადაწყვეტა გადაბრუნებულ ლათინურ "L"-ს წააგავს, რომლის ზედა ნაწილი თხელ სხვადასხვა კუთხით დახრილ ლითონის საყრდენებზეა დაბჯენილი.
სტირლინგის პრემიის შემფასებლებზე გავლენა შენობის დიზაინერთა მიდგომამ იქონია. არქიტექტორებმა ბიბლიოთეკის ძირითადი მასა ზემოთ აწიეს, რათა მის ქვეშ საზოგადოებრივი სივრცე შექმნილიყო, ხოლო წყნარი სამკითხველო დარბაზები კი ხმაურიან ქუჩის დონეს აცდენოდა. მიწის დონეზე დარჩენილი საყრდენი ნაგებობა საინფორმაციო და მედიის ცენტრისთვის არის დათმობილი.