პროექტი "თანავარსკვლავედი"
ვიკიპედიიდან
პროექტი "თანავარსკვლავედი" არის NASA-ს ამჟამინდელი გეგმა კოსმოსის შემდგომი გამოკვლევებისათვის.
პროექტი შედგება ახალი კომოსური ხომალდებისგან, რაკეტა-მატარებლებისგან და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისგან, რაც საშუალებას მისცემს აშშ-ს, რომ განახორციელოს გაფრენა როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ, ასევე მთვარისკენ. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გადმოღებული იქნება "სპეის შატლის" პროგრამიდან, ხოლო თავად ხომალდი "ორიონი" ბევრი რამით დაესგავსება "აპოლოს" ხომალდს.
ახალი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც გამოიყენებს აწყობა დედამიწის ორბიტაზე და აწყობა მთვარის ორბიტაზე სქემებს, შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად: "ორიონის" ეკიპაჟის მოდულს და სერვის მოდულს, მთვარის მოდულს (Lunar Surface Access Module) და რაკეტა-მატარებლის მესამე საფეხურს, რომელიც საჭიროა მეორე კოსმოსური სიჩქარის გასავითარებლად და დედამიწის დასატოვებლად. კოსმოსური გაფრენებისათვის გამოიყენებულ იქნება უპილოტო არეს-V (სხვადასხვა ტვირთისათვის) და პილოტირებული არეს-I "ორიონის" ხომალდის გასაშვებად.
[რედაქტირება] "ორიონის" ეკიპაჟის და სერვის მოდული
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |