პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!
ვიკიპედიიდან
"პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!" - საერთაშორისო რევოლუციური პროლეტარიატის დევიზი, საბრძოლო მოწოდება, რომელიც მოუხმობს ყველა ქვეყნის მუშათა კლასსა და მშრომელებს გაერთიანდნენ რევოლუციური ბრძოლის დროშის ქვეშ სოციალური და ეროვნული ჩაგვრისაგან გასანთავისუფლებლად. გამოხატავს პროლერატულ ინტერნაციონალიზმს. იგი პირველად კ. მარქსმა და ფ. ენგელსმა წამოაყენეს და 1847 წელს დამტკიცდა როგორც კომუნისტური კავშირის დევიზი. ამ მოწოდებით მთავრდება მარქსისა და ენგელსის "კომუნისტური პარტიის მანიფესტი" (Das Manifest der Kommunistischen Partei).
სოციალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლოზუნგი. იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო დევიზი.