პროლოგი
ვიკიპედიიდან
პროლოგი (ბერძნულად πρόλογος – შესავალი) არის ლიტერატურული, თეატრალური და მუსიკალურ-სცენური ნაწარმოების შესავალი ნაწილი. ლიტერატურულ პროლოგში, როგორც წესი, მოთხრობილია იმ მოვლენების შესახებ, რომლითაც მოტივირებულია ნაწარმოების ძირითადი მოქმედები, წინ უსწრებს მას ან განმარტებულია ავტორის მხატვრული ჩანაფიქრი და ესთეტიკური კრედო.