ჟამი, ფრანსის
ვიკიპედიიდან
ჟამი, ფრანსის (Jammes) (* 2 დეკემბერი, 1868, ტურნე ― † 1 ნოემბერი, 1938, ასპარენი), ფრანგი პოეტი. მის პოეზიაში აისახა პროვინციის სადა, მარტივი ყოფა-ცხოვრება. ხშირად მის ლექსს მანერულობის ელფერიც დაჰკრავს და ძალზე უახლოვდება ლოცვებს. მისი კრებულებია: "ექვსი სონეტი" (1891), "პოეტის დაბადება" (1897). ბევრ წიგნს კათოლიციზმის დაღი ატყვია ("ცისკრის ზარებიდან მწუხრის ზარებამდე", 1895; "გაზაფხულთა ძაძები", 1901, "ღვთისშობელი და სონეტები", 1919; "ეპიტაფიები", 1921 და სხვ.); სამყაროსთან შერწყმის განცდა მისთვის "ღვთაებრის საწყისს" უთანბრდება ("ქრისტიანული გეორგიკები", ტ. 1-3, 1911-1912). ჟამს ეკუთვნის ლირიკული და ფსიქოლოგიური რომანები: "კურდღლის რომანი" (1903), "ჟანო-პოეტი" (1924), მორალიტეს ტიპის პიესა "ღატაკი" (1911), მოგონებები. თავისი პოეტიკის პრინციპები გადმოგვცა თხზულებაში "პოეზია" (1901).