რაჭის ქედი
ვიკიპედიიდან
რაჭის ქედი - ქედი ამბროლაურის, ონის, საჩხერის რაიონებში და ტყიბულის საქალაქო საბჭოს ტერიტორიაზე, კავკასიონის სამხრეთი განშტოება. სიგრძ 85 კმ. სიმაღლე 2862 მ-მდე. აგებულია ძირითადად კირქვებით, პორფირიტებით და ტუფოგენური ფიქლებით. ფართოდაა გავრცელებული კარსტი - შაორის ქვაბული კარსტული ღრმულია, რომელიც წყალსაცავადაა გამოყენებული. ქედის ფერდობებზე ფართოფოთლოვანი ტყეებია (ძირითადად წიფლის), ზემოთ - ალპური და სუბალპური მდელოები. რაჭის ქედის სამხრეთ-დასავლეთ შტოებთან მდებარეობს ტყიბულის ქვანახშირის საბადო.