რუბინშტეინი, მარკ
ვიკიპედიიდან
რუბინშტეინი, მარკ მიხეილის ძე ( * 13 ნოემბერი. 26 ნოემბერი, 1915, თბილისი ― † 29 ივნისი, 1978, იქვე ), საბჭოთა გეოლოგი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ( 1974 ), გეოლოგიის მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ( 1967 ), პროფესორი ( 1968 ). სკკპ წევრი 1944-იდან. 1938 დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1945-იდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1954-55 ხელმძღვანელობდა პეტროგრაფიის განყოფილებას, 1955-იდან ― ქანების აბსოლუტური ასაკის ლაბორატორიას. 1969-76 იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ( 1944-54 ) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ( 1954-იდან ).
რუბინშტეინის შრომები ძირითადად შეეხება აბსოლუტური გეოქრონოლოგიის, სეისმოტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიის საკითხებს. საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია ( 1973 ). დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით და მედლით.