რუსთაველის გამზირი (თბილისი)
ვიკიპედიიდან
რუსთაველის გამზირი (შემოკლებით ”რუსთაველი”, ყოფილი გოლოვინის პროსპექტი) ერთ-ერთი მთავარი პროსპექტია თბილისის ცენტრში, რომელსაც სახელი შუასაუკუნეების ქართველი პოეტი შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა. გამზირი იწყება თავისუფლების მოედნიდან (ყოფილი ”ლენინის მოედანი”), გრძელდება დაახ. 1,5 კმ-ს, და უერთდება კოსტავას ქუჩას მეტრო რუსთაველთან. რუსთაველი ხშირად ქალაქის ცენტრად მოიხსენიება, აქ მდებარე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნესის დაწესებულებების სიმრავლის გამო. საქართველოს პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, ქაშვეთის ეკლესია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ოპერის სახლი, რუსთაველის აკადემიური თეატრი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, სხვა დანარჩენთან ერთად რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. გამზირის ორივე ბოლოში მეტროს სადგურებია (”თავისუფლების მოედანი” და ”რუსთაველი”).
რუსთაველის გამზირზე დატრიალდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია.