საკანდელიძე, კარლო
ვიკიპედიიდან
კარლო საკანდელიძე (1 აპრილი, 1928) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. მოღვაწეობს რუსთაველის თეატრში. მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია (ლოსვეს ამბავი), გიო (ტარიელ გოლუა), ოსიკო ხარებაძე (შემოდგომის აზნაურები), კუჩარა (ყვარყვარე თუთაბერი), ტოშეკი (რა სიყვარული), ჭინჭრაქა (ჭინჭრაქა), ბუთხუზა (ძველი ყომარბაზები), არისტო ქვაშავაძე (სამანიშვილის დედინაცვალი) გლეხი და ქმარი (კავკასიური ცარცის წრე), კეტსბი (რიჩარდ III), სკრუჯი (შობის ღამის სიზმარი).
კარლო საკანდელიძის პირველი კინოროლი მაგდანას ლურჯაში იყო 1955 წელს. თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის გადაღებულ ფილმში მან ვანოს როლი შეასრულად. ამ ფილმმა კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო დაიმსახურა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. მეორე მნიშვნელოვანი ფილმი იყო დათა თუთაშხია, სადაც მან ნიკანდრო ქირია განასახიერა.