სამხედრო-საჰაერო ძალები
ვიკიპედიიდან
სამხედრო–საჰაერო ძალები წარმოადგენს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სახეობას, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო დაჯგუფებათა გასანადგურებლად როგორც დამოუკიდებლად, აგრეთვე შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ერთად. იგი ასევე გამოიყენება სახმელეთო ჯარების მხარდასაჭერად, საჰაერო დესანტის გადასასროლად, საჰაერო გადაზიდვების საწარმოებლად და საჰაერო დაზვერვის საწარმოებლად. რიგ ქვეყნებში სამხედრო-საჰაერო ძალებში შედიან საჰაერო თავდაცვის ნაწილები და შენაერთები. საჰაერო ძალებში შედიან ავიაციის შემდეგი გვაროვნებები: ბომბდამშენი ავიაცია, გამანადგურებელ-ბომბდამშენი ავიაცია, გამანადგურებელი ავიაცია, მოიერიშე ავიაცია, სადაზვერვო ავიაცია, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია.