საქართველოს გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური დოქტრინა
ვიკიპედიიდან
საბჭოთა იმპერიის კოლონია საქართველოს კომუნისტური სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემიდან - დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიულ და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ოფიციალური დოქტრინა, რომელიც წამოაყენა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით.
განსხვავებით იმ პერიოდში გაბატონებული ეკონომიკური და სოციალური „შოკო-თერაპიების“ დეოქტრინებისაგან (რაც ნომენკლატურას სჭირდებოდა უკონტროლო, მტაცებლური პრივატიზაციისათვის ანუ „ნომენკლატურის რევანშისათვის“) „გარდამავალი პერიოდის“ დოქტრინა მიზნად ისახავდა აუჩქარებელ, თანდათანობით და ეტაპობრივ ცვლილებებს - რათა არ შეერყია ისედაც სუსტი ქართული სოციუმი და საბჭოთა ინტეგრირებული ეკონომიკის უკონტროლო რღვევის პირობებში შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი საქართველოს ინტელექტუალური, კულტურული, ინდუსტრიული და სოფლისმეურნეობრივი პოტენციალი.
საკანონმდებლო სფეროში დოქტრინა ითვალისწინებდა არსებული კონსტიტუციის სისტემატურ ცვლილება-სრულყოფას...
მოსალოდნელი და ფრიად შესაძლებელი საბჭოთა აგრესიისა და საომარი მოქმედებების საშიშროების გათვალისწინებით (რაც უკვე დაწყებული იყო სამაჩაბლოში და მზადდებოდა აფხაზეთში) - გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური დოქტრინა ითვალისწინებდა გარკვეული ზომით სამხედრო ეკონომიკის (საომარი ეკონომიკის) საფუძვლების შექმნას და ამისათვის ყოვლად აუცილებელი (ტაივანის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ტიპის) სახელმწიფო კაპიტალიზმის ელემენტების აგებას. დოქტრინის ეს ელემენტი შეიმუშავა და წამოაყენა ბ.გუგუშვილმა, რაც შემდგომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საფუძველი გახდა.
საქართველოს გარდამავალი პერიოდის რიგი დებულებები და კერძოდ სამხედრო ეკონომიკისა და სახელმწიფო კაპიტალიზმის გამოცდილება შემდგომ გამოიყენებული იქნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ჯოჰარ დუდაევის მეთაურობით - რამაც გარკვეული წვლილი შეიტანა ჩეჩენი ხალხის მიერ რუსეთის იმპერიის სამხედრო აგრესიის მოგერიებაში რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დროს.
[რედაქტირება] გარდამავალი პერიოდის პრაქტიკული საწყისი თავისებურებანი
- უზენაესი მიზანი
- სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევა ნებისმიერ ფასად
- იმპერიის მოსალოდნელი ქმედებები
- ჩეხო-სლოვაკიაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ საბჭოთა ინტევენციით ჩახშობის მსგავსი ქმედებები
- შინაგანი ძალებით (მათ შორის სამოქალაქო ან სამხედრო პუტჩით - პოლონეთის ან ავღანეთის სცენარებით) ჩახშობა
- ეროვნული ხელისუფლების საპასუხო ქმედება
- საკმარისი მატერიალური სასიცოცხლო რესურსების დაგროვება
- შესაძლებელი სამოქალაქო და შეიარაღებული წინააღმდეგობის იდეოლოგიური და პრაქტიკული მომზადება
უზენაესი მიზანი მიღწეული იქნა მცირე სისხლითა და ტერიტორიული დანაკარგების გარეშე
- საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საკანონმდებლო საფუძვლების მომზადება
- უზენაესი საბჭოს კომისიებსა და მინისტრთა საბჭოში (შემდგომ მინისტრთა კაბინეტში) მიმდინარეობდა ინტენსიური შესამზადებელი სამუშაოები
- არავითარი გამოცდილება, მეთოდიკა და მეთოდოლოგია აღნიშნული პერიოდისათვის მსოფლიო მასშტაბით არ არსებობდა
- შეიქმნა შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურები და დაიწყო მათი მომზადება
- უზენაესი საბჭოს კომისიებსა და მინისტრთა საბჭოში (შემდგომ მინისტრთა კაბინეტში) მიმდინარეობდა ინტენსიური შესამზადებელი სამუშაოები
შემზადდა ნაიდაგი და შეიქმნა საწყისი სტრუქტურები ეროვნული ხელისუფლების პერიოდში
- სახელმწიფოებრიობა
- 1991 წლის 9 აპრილიდან (როდესაც მან ცალმხრივად დამოუკიდებლობა გამოაცხადა) და 1991 წლის დეკემბრის ბოლო დეკადამდე (როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა ცნეს მსოფლიოს გავლენიანმა სახელმწიფოებმა) არსებითად საქართველო წარმოადგენდა „თვითგამოცხადებულ“, „თვითდეკლარირებულ“ სახელმწიფოს (დაახლოებით ისეთსავეს, როგორსაც ამჟამად წარმოადგენენ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბახი, აფხაზეთი, ალანია ან დნესტრისპირეთი)
შეუძლებელი იყო დაძლევა ეროვნული ხელისუფლების პერიოდში - დამოკიდებული გარე ფაქტორზე
- სახელმწიფო აპარატი
- 1990 წლის უზენაესი საბჭოს დარჩევნებით შესაძლებელი გახდა მხოლოდ ხელისუფლების პირამიდის წვერის შეცვლა - მრავალ ასეულ ათასიანი საბჭოთა ბიუროკრატიის შეცვლა კი ფიზიკურად შეუძლებელი იყო
- საბჭოთა ბიურიკრატია (საწარმოთა მართვის აპარატის ჩათვლით) არ ფლობდა მართვის სხვა ხერხებს, გარდა გეგმიურისა და მისი ხელახელი სწავლება და წვრთნა არსებით რესურსებს, დროს და სტრუქტურას მოითხოვდა
- თვით გადამზადების სტრუქტურა ასევე დროს, რესურსებს და მეთოდიკას მოითხოვდა - რომელიც შესაქმნელი იყო
ნაწილობრივ დაძლეული იქნა ეროვნული ხელისუფლების პერიოდში
- მოქალაქეობა
- დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაფერისი მოქალაქეობის სისტემა საქართველოს ამ პერიოდში არ გააჩნდა
- არ არსებობდა მოქალაქეობის საკანონმდებლო ბაზა (საქართველოს მოქალაქეები საბჭოთა მოქალაქეებად ითვლებოდნენ)
- საქართველოს მოქალაქეებს გააჩნდათ მხოლოდ საბჭოთა პასპორტები და მაგალითად უცხოეთში გასასვლელი სპეციალური პასპორტის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ მოსკოვის გავლით
- საერთაშორისო ცნობის გარეშე მოქალაქეობისა და საპასპორტო სისტემის შემოღება პრაქტიკულად ნიშნავდა საქართველოს მოქალაქეების საალყო წესების ვითარებაში მოქცევას
- არ არსებობდა მოქალაქეობის საკანონმდებლო ბაზა (საქართველოს მოქალაქეები საბჭოთა მოქალაქეებად ითვლებოდნენ)
- დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაფერისი მოქალაქეობის სისტემა საქართველოს ამ პერიოდში არ გააჩნდა
შეუძლებელი იყო დაძლევა ეროვნული ხელისუფლების პერიოდში - დამოკიდებული გარე ფაქტორზე
- ფინანსები და ვალუტა
- საქართველოში მიმოიქცეოდა მხოლოდ საბჭოთა ფულის ნიშნები და მომარაგება ხდებოდა გეგმიური წესით, ცენტრალიზებულად მოსკოვიდან
- სავალუტო ანგარიშები საერთაშორისო ანგარიშსწორებებისათვის
- უცხოეთთან ნებისმიერი გადასახდელები და ტრანზაქციები შესაძლებელი იყო მხოლოდ მოსკოვის ნებართვით
- საქართველოს არ გააჩნდა (არ ჰქონდა უფლება) საბანკო ანგარიშები უცხოეთში
- კერძო პირებს არ გააჩნდათ უფლება ჰქონოდათ უცხოური ვალუტა (ამაზე უმკაცრესი სასჯელი - პატიმრობა 15 წლამდე იყო გათვალისწინებული)
- საკუთარი ვალუტის შემოღებისათვის საქართველოს არ გააჩნდა მხარდამჭერი ფინანსური და ფისკალური სისტემა
- საბჭოთა ეკონომიკის ნგრევის პერიოდში კატასტროფული ტემპები მიიღო ინფლაციამ
- ჰიპერინფლაციის პირობებში
- ეკონომიკურად გაუმართლებელი იყო პრივატიზების დაწყება
- ეკონომიკურად გამართლებული იყო სასაქონლო მასის დაგროვება-აკუმულირება ფულადის ნაცვლად
- საბჭოთა ცენტრმა 1992 წლიდან გამოაცხადა ფასების სრული ლიბერალიზება (ფიქსირებული სახელმწიფო ფასების გაუქმება)
- ფასების ლიბერალიზების მოლოდინში ცენტრალური და არსებითი სახელმწიფო პილიტიკის ფარგლებში საქართველომ შეაჩერა მაღალი მოთხოვნილების საქონლების რესპუბლიკის გარეთ რეალიზება - რათა ლიბერალიზების შემდეგ შეძლებოდა ამ სასაქონლო მასის მაღალ ფასებში რეალიზება
- დარეზერვებული იქნა სპირტიანი სასმელებისა და სხვა ადგილობრივი წარმოების მზა საქონლისა და ნედლეულის მთელი წლიური პროდუქცია (პუტჩის შემდგომ ამ რესურსის ხარჯვის დოკუმენტები არ არსებობს)
- დარეზერვებული იქნა და სასწრაფოდ მთელი არსებული ფინანსური რესურსებით მოხდა საკავშირო ბაზარზე მისაწვდომო ძვირფასი საქონლების შეძენა - თვითმფრინავები, ვაგონები, ოქრო, იმპორტული ელექტრონიკა, ძვირფასი ქურქები და სხვ. (პუტჩის შემდგომ ამ რესურსის ხარჯვის დოკუმენტები არ არსებობს)
- ფასების ლიბერალიზების მოლოდინში ცენტრალური და არსებითი სახელმწიფო პილიტიკის ფარგლებში საქართველომ შეაჩერა მაღალი მოთხოვნილების საქონლების რესპუბლიკის გარეთ რეალიზება - რათა ლიბერალიზების შემდეგ შეძლებოდა ამ სასაქონლო მასის მაღალ ფასებში რეალიზება
- საბჭოთა ცენტრმა 1992 წლიდან გამოაცხადა ფასების სრული ლიბერალიზება (ფიქსირებული სახელმწიფო ფასების გაუქმება)
- ჰიპერინფლაციის პირობებში
- სავალუტო-ფინანსური სირთულეები ნაწილობრივ დაძლეული იქნა საკავშირო ბიუჯეტში ჩანარცხების პარტიზანული ხერხებითა და მეთოდებით. ამას გარდა ფულის ნიშნების მოწოდების წყაროებთან კერძო-პირადი პირდაპირი (საკავშირო ცენტრია გვერდის ავლით) საქმიანი ურთიერთობების დამყარებით.
- დაწყებული იყო ნაციონალური ვალუტის შემოღების საკანონმდებლო და ორგანიზაციული ღონისძიებები
გადაიდგა საწყისი ნაბიჯები ეროვნული ხელისუფლების პერიოდში
- საკუთრება, როგორც ცენტრალური ეკონომიკური პრობლემა
- საკუთრება წამოების საშუალებებსა, ბუნებრივ რესურსებსა და მიწაზე - ყველა ეს საბჭოთა კავშირის საკუთრებად ითვლებოდა (საკუთრების კანონიერი, საბჭოთა სისტემასთან შეთანხმებული გაყოფაზე საბჭოთა ცენტრი არ თანხმდებოდა)
- სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო და მომსახურებითი საწარმოები ნედლეულით, ენერგიით, ხელფასის ფონდით საკავშირო გეგმის მიხედვით ცენტრიდან მარაგდებოდნენ
- რამდენადაც საწარმოები საბჭოთა კავშირის საკუთრებად ითვლებოდნენ - შეუძლებელი და კანონსაწინააღმდეგო იყო არსებული სამართლებრივი ნორმებით მათი ნებისმიერი სახის გასხვისება - მაგალითად პრივატიზების სახით
- სახელმწიფო საწარმოების მთელი პროდუქცია სსრკ სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა და მისი რეალიზება მხოლოდ სახელმწიფო სისტემის მეშვეობით შეიძლებოდა
- კერძო ბინათმფლობელობების გარდა მთელი საბინაო ფონდი ითვლებოდა საბჭოთა საკუთრებად
- ამდენად შეუძლებელი იყო არსებული კანონის ფარგლებში საბინაო ფონდის რაიმე სახით პრივატიზება
- მიწა, რომელზე აგებული იყო თუნდაც კერძო ბინათმფლობელობა სსრკ სახელმწიფო საკუთრება იყო - რაც მის პრივატიზებას გამორიცხავდა
- კერძო ტიპის საწარმოები (მაგ.: კოოპერატივები) კანონის მიხედვით შესაძლებელი იყო დაარსებულიყო მხოლოდ რომელიმე სახელმწიფო საწარმოს ან დაწესებულების ფარგლებში და მისი გარანტიით - რომელსაც მისი ფინანსური კონტროლი ევალებოდა (მათ საქმიანობაზე სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებელი საბოლოო ჯამში ეს სახელმწიფო საწარმო ან დაწესებულება იყო)
- პრივატიზების პერსონალური თვალსაზრისით - საბჭოთა კანონების შესაბამისად დამნაშავედ ჩაითვლებოდა არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება, არამედ - ის მოქალაქეც, რომელიც პრივატიზების აქტში მონაწილეობას მიიღებდა და სსრკ შეეცდებოდა მის დაპატიმრებას ნებისმიერი ხერხებით საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც (დასავლეთის სახელმწიფოების ჩათვლით)
- საკუთრება წამოების საშუალებებსა, ბუნებრივ რესურსებსა და მიწაზე - ყველა ეს საბჭოთა კავშირის საკუთრებად ითვლებოდა (საკუთრების კანონიერი, საბჭოთა სისტემასთან შეთანხმებული გაყოფაზე საბჭოთა ცენტრი არ თანხმდებოდა)
- სირთულეთა დაძლევა მიმდინარეობდა ორი მიმართულებით
- ცენტრთან საკუთრების გაყოფის მოლაპარაკებებით (მცირედ შედეგიანით)
- ძალაუფლებრივ-ნებისყოფითი (ძალისმიერი) მეთოდებით
- პრემიერ მინისტრის განკარგულიბით (საკანონმდებლო ბაზის გარეშე) შეიქმნა საცდელ-სადემონსტრაციო პრივატიზებისათვის რამდენიმე ათეული ობიექტის (მაღაზიების, რესტორნებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტების) ნუსხა - რომლიდანაც მოესწრო ერთი მაღაზიის „გოლიათის“ ღია აუქციონის წესით გაყიდვა (ეს მთელი ყოფილი საბჭოთა სივრცის მაშტაბით პრივატიზების პირველი შემთხვევა იყო)
ნებისყოფითი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების ნაწილობრივ იქნა დაძლეული ეროვნული ხელისუფლების პერიოდში
- სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკური რესურსები
- ენერგიით მომარაგება (ელექტროენერგია, საწვავი)
- საქართველოს ესაჭიროებოდა წლიურად დაახლოებით 0,3-0,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგია - რომლის 75-80% რუსეთიდან შემოდიოდა ცენტრალიზებული გეგმიური პრინციპებით
- საწვავი ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოდიოდა საკავშირო ცენტრალიზებული გეგმის შესაბამისად - საქართველოში რაიმე მნიშვნელოვანი მარაგების გაკეთება შეუძლებელი იყო, რამდენადაც მარაგების ოდენობა კონტროლდებოდა საიდუმლო სპეცორგანოების მიერ
- განსაკუთრებით მძიმე იყო საწვავით დამოკიდებულება - როგორც კი დაიძაბებოდა პოლიტიკური ურთიერთობები საკავშირო ცენტრთან - მაშინათვე კატასტოფულად მცირდებოდა მოწოდებები
- გარკვეულწილად სათბობით მომარაგების სიმწვავე შენელებული იქნა აზერბაიჯანის ეროვნულ მოძრაობასთან ფარული, საიდუმლო მოლაპარაკებების შედეგად...
- საკვები და საფურაჟე მარცვლეულით მომარაგება (ხორბალი, ქერი, შვრია)
- საქართველოს წლიურად ესაჭიროებოდა დაახლოებით წლიურად დაახლოებით 0,3-0,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მარცვლეული რომლითაც იგი მარაგდებოდა უმთავრესად სსრკ მიერ აშშ და კანადიდან სსრკ ხელშეკრულებით იმპორტირებული რესურსებით (რომლის საფასურსაც სსრკ იხდიდა)
- მარცვლეული ძირითადად ფოთის პორტიდან შემოდიოდა თვიური განრიგით - ისე, რომ საქართველოს არ ჰქონოდა საშუალება რაიმე მარაგები გაეკეთებინა (მარცვლეულის ხარჯვა საიდუმლო სპეცორგანოების მიერ კონტროლდებოდა - რომლებიც მიუწვდომელები იყვნენ ეროვნული ხელისუფლებისათვის)
- მარცვლეულის არაგეგმიური შესყიდვა სსრკ სხვა რესპუბლიკებიდან აკრძალული იყო
- ყველაზე მძიმე იყო მარცვლეულზე დამოკიდებულება - რამდენჯერაც კი დაიძაბებოდა პოლიტიკური ურთიერთობა საკავშირო ცენტრთან - მაშინათვე ფერხდებოდა ხორბლის მოწოდება და საქართველო შიმშილის რეალური საფრთხის წინაშე დგებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ელევატორებში მხოლოდ 2-3 დღის ამყოფი მარცვლეული რჩებოდა
- საქართველოს წლიურად ესაჭიროებოდა დაახლოებით წლიურად დაახლოებით 0,3-0,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მარცვლეული რომლითაც იგი მარაგდებოდა უმთავრესად სსრკ მიერ აშშ და კანადიდან სსრკ ხელშეკრულებით იმპორტირებული რესურსებით (რომლის საფასურსაც სსრკ იხდიდა)
- ენერგიით მომარაგება (ელექტროენერგია, საწვავი)
შეუძლებელი იყო დაძლევა ეროვნული ხელისუფლების პერიოდში - დამოკიდებული გარე ფაქტორზე
- რეგულირებადი ბლოკადები
- ფინანსური
- ენერგეტიკული
- სასაქონლო (მსგავსი ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების რუსეთის მიერ 2006 წლის მარტ-აპრილის ბლოკადისა)
- სანედლეულო
- ინფორმაციული
შეუძლებელი იყო დაძლევა ეროვნული ხელისუფლების პერიოდში - დამოკიდებული გარე ფაქტორზე
- ორხელისუფლიანობა
- საქართველოში პრაქტიკულად ერთ ტერიტორიულ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო-სტრატეგიულ სივრცეში თანაარსებობდა ორი ხელისუფლება
- ლეგიტიმური ეროვნული ხელისუფლება
- უზენაესი საბჭო
- მინისტრთა საბჭო - შემდგომ, მინისტრთა კაბინეტი
- არსებითად უცვლელი აპარატით (ხშირად არასანდო)
- ქალაქების მერები და პრეფექტები
- მერიებისა და პრეფექტურების აპარატი (დიდ ნაწილში არასანდო)
- სამეურნეო და ადმინისტრაციული ორგანოები
- პრაქტიკულად უცვლელი აპარატით (უდიდეს ნაწილში არასანდო და ხშირად მტრულად განწყობილი)
- პოლიციური აპარატი (რომლის ზედაფენის არსებითი ნაწილი იმავდროულად სუკის თანამშრომლები იყვნენ)
- უცვლელი საკადრო სისტემით (გარკვეულ ნაწილად მტრულად განწყობილი)
- საბჭოთა სახელმწიფო-ძალაუფლებრივი სტრუქტურები
- საბჭოთა არმია, რომლის რიცხვოვნობა 80-150 ათასის ფარგლებში მერყეობდა
- საბჭოთა არმიის სამხედრო ბაზები და გამაგრებული პუნქტები
- საბჭოთა არმიის სტრატეგიული და ბირთვული ძალები
- საბჭოთა სასაზღვრო ძალები - რომლებიც აკონტროლებდნენ საქართველოს სასაზღვრო პრიმეტრს
- საბჭოთა არმიის სადაზვერვო სტრუქტურები
- საბჭოთა არმია, რომლის რიცხვოვნობა 80-150 ათასის ფარგლებში მერყეობდა
- რესპუბლიკური სუკი
- საკავშირო სუკი
- ლეგიტიმური ეროვნული ხელისუფლება
- საქართველოში პრაქტიკულად ერთ ტერიტორიულ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო-სტრატეგიულ სივრცეში თანაარსებობდა ორი ხელისუფლება
შესაძლებელი იყო მხოლოდ ნაწილობრივი ზემოქმედება და დაძლევა ეროვნული ხელისუფლების პერიოდში - არსბითად დამოკიდებული გარე ფაქტორზე
- კატასტროფული მიწისძვრა
- მიწისძვრის შედეგად რამდენიმე რეგიონში უმძიმეს ნგრევას ჰქონდა ადგილი (რომელსაც ვერ შეედრება არა თუ თბილისში პუტჩის დროს მომხდარი ნგრევა - არამედ, სამაჩაბლოსა და აფახეთში ომით გამოწვეული ნგრევაც)
- საქართველომ მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისათვის ვერ მიიღო აბსოლუტურად ვერავითარი გარეშე დახმარება
- 1991 წლის ბოლოსათვის მშინაგანი რესურსებისა და რეზერვების მობილიზებით იწისძვრის შედეგები 75%-ით იქნა ლიკვიდირებული (გზები, ხიდები, საცხოვრებელი და საწარმოო შენობა-ნაგებობები)
- რამდენიმე თვის განმავლობაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაზე გადიოდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 15-25%
- 1991 წლის ბოლოსათვის მშინაგანი რესურსებისა და რეზერვების მობილიზებით იწისძვრის შედეგები 75%-ით იქნა ლიკვიდირებული (გზები, ხიდები, საცხოვრებელი და საწარმოო შენობა-ნაგებობები)
- საქართველომ მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისათვის ვერ მიიღო აბსოლუტურად ვერავითარი გარეშე დახმარება
- მიწისძვრის შედეგად რამდენიმე რეგიონში უმძიმეს ნგრევას ჰქონდა ადგილი (რომელსაც ვერ შეედრება არა თუ თბილისში პუტჩის დროს მომხდარი ნგრევა - არამედ, სამაჩაბლოსა და აფახეთში ომით გამოწვეული ნგრევაც)
უდიდეს ნაწილში დაიძლია ეროვნული ხელისუფლების პერიოდში
- სახელმწიფო კინოკორპორაცია - შერეული, გარდამავალი პერიოდის პირველი ცდა
- კინოგაქირავების რეორგანიზება
- კინოთეატრების დარდაქმნა კერძო საწარმოებად
- კინოგაქირავებიდან გადასახდლების აკუმულაცია კინოკორპორაციაში
- კინოწარმოების რეორგანიზება
- კერძო შემოქმედებითი სტუდიების შექმნა
- კერძო დამხმარე საწარმოების შექმნა (ფირის დამუშავების, სატრანსპორტო და სხვ.)
- სახელმწიფოს მიერ სტუდიების საწყისი კაპიტალით უზრუნველყოფა
- სტუდიებისათვის საბჭოთა პერიოდში წარმოებული ფილმების საკუთრებაში გადაცემა
- სტუდიებისათვის გარანტირებული სახელმწიფო დაკვეთის უზრუნველყოფა
- სახელმწიფო დაკვეთის უზრუნველყოფა აკუმულირებული კინოგაქირავების შემოსავლებიდან
- კინოკორპორაცია შეიქმნა სუვერენული სახელმწიფოს ნებისყოფითი, ადმინისტრატიული გადაწყვეტილებით (არსებითად რაიმე ზუსტი საკანონმდებლო ბაზის გარეშე - განსაკუთრებით ეს ეხებოდა კინოგაქირავებიდან შემოსავლების საკავშირო ბიუჯეტში გადარიცხვის შეჩერებას და მათს საქართველოში ბრუნვას)
- კინოგაქირავების რეორგანიზება
დასრულდა და ამოქმედდა ეროვნული ხელისუფლების პერიოდში
[რედაქტირება] წყაროები
- ბ.გუგუშვილი, ქართული პოლიტეკონომია („საქართვლოს რესპუბლიკა“, 1991 წ., აგვისტო, No XXX)